Thumbnail

ბრიტანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კვადვო ამპონსა, ფსევდონიმით Kojey Radical, მსმენელს კომპოზიციას "2020" სთავაზობს. ინსტრუმენტალის ავტორი ახალგაზრდა მუსიკოსი Kyu გახლავთ. ივნისში გამოქვეყნებულ ტრეკთან Can't Go Back ერთად ნამუშევარი ქოუჯეის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში შევა.

წარმოშობით განელი ქოუჯეი რადიქალი რეპერი, პოეტი და ვიზუალური არტისტი გახლავთ, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მას შემდეგ ლონდონელმა მუსიკოსმა სამი EP გამოაქვეყნა. ქოუჯეის ცნობილი კომპოზიციებია: One Night Only, Water, Look Like, "97" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული