Thumbnail

ნიუ იორკელი პროდიუსერის, Kenny Beats-ის გადაცემის The Cave მეთორმეტე ეპიზოდის სტუმარი ახალგაზრდა რეპერი დენზელ კარი გახლდათ. თავის სტუდიაში მყოფი კენი ბითსი, დენზელთან საუბრის პარალელურად, ინსტრუმენტალს ქმნიდა, რომელსაც, კარის თხოვნით, ლეგენდარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის Wu-Tang Clan შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა უნდა ჰქონოდა. შოუს დასასრულისკენ პოპულარულმა ფლორიდელმა შემსრულებელმა ახალდაწერილ ბითზე ფრისტაილი წაიკითხა.

► მოუსმინეთ: Denzel Curry - Shawshank Ft. Tate Kobang  

► ნახეთ: Denzel Curry-მ ჯიმი ფელონის შოუში ტრეკები RICKY და WISH შეასრულა 

► ნახეთ: Denzel Curry-მ კონცერტი ეტლში მჯდომმა გამართა 

დენზელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 6 ოფიციალურ მიქსტეიპს, 4 სტუდიურ ალბომსა და 2 EP-ის აერთიანებს. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული