Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნატაშა ხანმა, სასცენო სახელით Bat For Lashes, ახალი კომპოზიცია The Hunger და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Lost Girls შევა, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Bat For Lashes - Feel For You

► ნახეთ: Bat For Lashes-მა კომპოზიციაზე Kids in the Dark კლიპი გადაიღო

ნატაშა ხანმა შემოქმედებითი კარიერა 2006 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა პროექტის Bat For Lashes ფარგლებში სადებიუტო ალბომი Fur and Gold გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გავრცელებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული