Thumbnail

ნიკ ქეივის ჯგუფი Grinderman ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს გამოსცემს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა საკუთარ ვებგვერდზე The Red Hand Files გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ თავისი კიდევ ერთი ჯგუფი Grinderman, ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, ახალ, რიგით მესამე ალბომს გამოუშვებს.

► ნიკ ქეივმა ჰომოფობ თაყვანისმცემელს წერილი მისწერა

► ნახეთ: კაილი მინოუგმა Glastonbury-ზე ნიკ ქეივთან ერთად იმღერა

"... 2010 წელს Grinderman-მა კომპოზიცია Heathen Child ჩაწერა, რომელიც პროექტის მეორე სტუდიურ ჩანაწერში Grinderman 2 შევიდა. (ალბათ, გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ეს ალბომი ნაწილია ტრილოგიის, რომელიც ახლო მომავალში უნდა დასრულდეს)...", - წერს ქეივი ერთ-ერთი კითხვის პასუხად.

Grinderman ავსტრალიური ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds წევრებმა: ნიკ ქეივმა, უორენ ელისმა, მარტინ კეისიმ და ჯიმ სკლავუნოსმა 2006 წელს ლონდონში შექმნეს. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გამოუშვეს. 2010 წელს კი სტუდიური ჩანაწერის მეორე ნაწილი გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული