Thumbnail

გათავისუფლების შემდეგ, ASAP Rocky ქანიე ვესთის Sunday Service-ს დაესწრო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰარლემელი ჰიპ ჰოპ არტისტი ASAP Rocky, გათავისუფლების შემდეგ, ლეგენდარული ჩიკაგოელი მუსიკოსის, ქანიე ვესთის პროექტის Sunday Service მორიგ სესიას დაესწრო. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

► ASAP Rocky სასამართლომ 14 აგვისტომდე გაათავისუფლა

► Calvin Klein-მა ASAP Rocky-ს მხარდაჭერა გამოუცხადა

► ნახეთ: ASAP Rocky-ს საქმეზე ახალი კადრები გავრცელდა

ინსტაგრამზე ასევე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც არტისტი თავის ყოფილ შეყვარებულს, კენდალ ჯენერს ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ შვედეთში თავდასხმის ბრალდებით დაკავებული როქის გასათავისუფლებლად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწორედ ქანიე დაუკავშირდა. ტრამპმა კი, თავის მხრივ, რეპერის დასახსნელად მაღალი თანამდებობის პირებს მიმართა.

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული