Thumbnail

კამილა კაბეიო: გოგონებო, ცელულიტი და ჭარბი წონა ნორმალურია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჰიტის Havana ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით, კუბელი მომღერალი, კამილა კაბეიო სოციალურ ქსელში პოსტის დაწერას აპირებდა, როდესაც, შესაფერისი ფოტოს ძიებაში, ე.წ. ბოდიშეიმერების კრიტიკულ კომენტარებს წააწყდა. მუსიკოსი მათ ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

► ნახეთ: კამილა კაბეიომ და შონ მენდესმა ახალ სიმღერაზე Señorita კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: Camila Cabello-მ Ricky Martin-თან და J Balvin-თან ერთად Havana შეასრულა

► ნახეთ: Mark Ronson - Find U Again Ft. Camila Cabello

ამას ჩემი უმცროსი დის თაობის გოგონებისთვის ვწერ, რომლებიც სოციალურ ქსელებში იზრდებიან. ისინი გამუდმებით ხედავენ ფოტოშოპით დამუშავებულ სურათებს. ყველა მიეჩვია რეტუშირებული კანის დანახვას და ეს ნორმად მიაჩნიათ. არადა, ეს ხომ სიყალბეა. ჩვენ სავსებით არარეალური წარმოდგენა გვაქვს ქალის სხეულზე. გოგონებო, ცელულიტი და ჭარბი წონა ნორმალურია. ეს ყველაფერი ლამაზია და ნატურალური", - წერს არტისტი ინსტაგრამ სთორიში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კაბეიო მის სხეულთან დაკავშირებულ შენიშვნებს ეხმიანება.

"დამშვიდდით, ამერიკულ ტურნეში ვიყავი, სადაც გემრიელობებს მივირთმევდი. შეგვეშვით მე და ჩემს მუცელს", - დაწერა მაშინ არტისტმა.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 736 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული