Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა საქმროსთან ერთად ქრისტეს საფლავის ტაძარი მოინახულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი, ტურნეს It's My Party ფარგლებში, ისრაელს თავის საქმროსთან, ალექს როდრიგესთან და შვილებთან ერთად ესტუმრა. მათ თელ-ავივისა და იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესს 50 წლის იუბილეზე საქმრომ წითელი "პორშე" აჩუქა

► 24 ივლისი მაიამი ბიჩზე ჯენიფერ ლოპესის დღედ გამოაცხადეს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers თრეილერში

წყვილმა იერუსალიმის ისტორიული ქუჩები და ქრისტეს საფლავის ტაძარი მოინახულა. მათ აქლემებითაც გაისეირნეს.

ჯენიფერი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსაც ესტუმრა:

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული