Thumbnail

ამერიკულმა ნიუ მეტალ ბენდმა Korn ახალი კომპოზიცია Cold და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. სინგლი ჯგუფის მომავალ, რიგით მეცამეტე ალბომში The Nothing იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Korn-მა კომპოზიციაზე You’ll Never Find Me კლიპი გადაიღო

Korn კალიფორნიაში 1993 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ნიუ მეტალის პიონერმა ჯგუფმა კოლექტივისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გააავრცელა. ორი გრემის მფლობელ ბენდს ამ დრომდე 12 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული