Thumbnail

პოპულარული გაერთიანების G.O.O.D. Music ერთ-ერთი წევრი, არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი ახალ სინგლს HYWI? და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ლეიბლისა და კოლექტივის, Bad Boy-ს დამფუძნებელის, ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, P. Diddy-ს შვილი, ახალგაზრდა ნიუ იორკელი რეპერი ქრისთიან ქომბსი, ფსევდონიმით King Combs მონაწილეობს. კომპოზიციის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Hitmaka გახლავთ. კლიპის რეჟისორი კი თავად ტიანაა.

► ნახეთ: Teyana Taylor კლიპს Issues/Hold On ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Teyana Taylor - Gonna Love Me Feat. Wu-Tang Clan 

კომპოზიცია გაერთიანება "ბედ ბოის" კიდევ ერთი წევრის, 2000-იანების პოპულარული ნიუ იორკელი რეპერის Mase ტრეკის What You Want შთაგონებითაა შექმნილი. ორივე ნამუშევარში ლეგენდარული კურტის მეიფილდის ნაწარმოების სემპლია გამოყენებული.

რაც შეეხება ვიდეორგოლს, ტიანას სარეჟისორო ნამუშევარში ისეთი კლიპების სცენები მეორდება, როგორებიცაა: LL Cool J - Doin' It, Toni Braxton - Just Be a Man About It, The Notorious B.I.G. - Mo Money Mo Problems და სხვა.

ტიანა ტეილორი მუსიკოსი, მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი გახლავთ. მისი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ ცნობილი გაერთიანების, G.O.O.D. Music-ის კომპილაციური ალბომიდან Cruel Summer გაიცნო. ჰარლემელმა მომღერალმა 2014 და 2018 წლებში სტუდიური ნამუშევრები "VII" და K.T.S.E. გამოუშვა. ამასთან, ტიანა ათზე მეტ მხატვრულ ფილმში მონაწილეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული