Thumbnail

Noel Gallagher: დედაჩემი მანამ მომწონდა, სანამ ლიამს გააჩენდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა გამოცემა The Guardian-ს ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუები უხერხულ სიტუაციებს ქმნის", - მიმართა არტისტმა ჟურნალისტს შეხვედრისას, - "სტოკჰოლმელი ბიჭი, რომელსაც პირველად ხედავ, გეკითხება დედაშენის შესახებ. წარმოუდგენელი აბსურდია. ამ დროს გულწრფელი პასუხია - რა შენი საქმეა? მაგრამ ყველაზე გონებამახვილურია, უთხრა - დედა მომწონდა, სანამ ლიამს გააჩენდა".

► ნოელ გალაჰერი: ლიამს Oasis-ის სიმღერების გამოყენების უფლებას არ მივცემ

► ნახეთ: Noel Gallagher's High Flying Birds - Black Star Dancing

ძმებმა, ლიამმა და ნოელმა 1991 წელს ჯგუფი Oasis შექმნეს. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი მათ შორის კონფლიქტის გამო, 2009 წელს დაიშალა. 

ნოელმა "ოაზისის" დაშლიდან ერთ წელიწადში საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა რიგით მესამე ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული