Thumbnail

ბილი აილიში: 27 წლის ვერასდროს გავხდები, ზედმეტად ბევრია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

17 წლის პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში ფიქრობს, რომ 27 წლის ასაკამდე ვერასდროს მიაღწევს. ამის შესახებ მან გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში ისაუბრა.

► ტომ იორკი ბილი აილიშს კულისებში შეხვდა და შეაქო

► ბილი აილიში: 13-დან 16 წლამდე რთული პერიოდი მქონდა, თავს ვიზიანებდი

► ნახეთ: ბილი აილიშმა ტანსაცმლის კოლექცია შექმნა

"27 წლის ვერასდროს გავხდები, ზედმეტად ბევრია", - თქვა მუსიკოსმა.

ბილის დედამ, მეგი ბეირდმა კი გაამხილა, რომ ბილი დღემდე ბავშვთა ექიმთან, პედიატრთან დადის:

"ძალიან უცნაურია ხოლმე. პედიატრთან ვიზიტისას მოსაცდელ ოთახში 4 წლის ბავშვები და ბილი იმყოფებიან".

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული