Thumbnail

Rick Ross-მა რჩეული რეპერები დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი უილიამ ლეონარდ რობერტსი, სასცენო სახელით Rick Ross, რომელიც ახალი ალბომის Port Of Miami 2 გამოშვებას გეგმავს, რადიოსადგურს Power 106 ესტუმრა. ნიკ ქენონის შოუში რიკ როსმა ყველა დროის ფავორიტი რეპერები დაასახელა.

► ნახეთ: Rick Ross და Swizz Beatz კლიპს Big Tyme ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Rick Ross - Gold Roses Ft. Drake 

► მოუსმინეთ: Rick Ross - Act A Fool Ft. Wale 

რიკ როსის რჩეულებს შორის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი The Notorious B.I.G., ვეტერანები Ice Cube და Scarface და სამხრეთული ჰიპ ჰოპ დუეტი 8ball & MJG მოხვდნენ. მეხუთე არტისტის დასახელებისას უილიამმა არჩევანი ერთბაშად ორ კოლეგაზე, ეპოქალურ 2Pac-სა და მიმდინარე წელს გარდაცვლილ Nipsey Hussle-ზე შეაჩერა.

სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 9 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ. ლეონარდმა მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი Rather You Than Me გაყიდვაში 2017 წელს ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული