Thumbnail

ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი მარიანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody, მსმენელს ახალი კომპოზიციით Ibtihaj და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერში ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ლიდერი GZA და არენბისა და ნეო სოულის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი D'Angelo მონაწილეობენ. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ცნობილი ვეტერანი პროდიუსერი 9th Wonder გახლავთ, რომელმაც რეფსოდისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: Rapsody - Phylicia Ft. Buddy 

► მოუსმინეთ: Rapsody - Sojourner Ft. J. Cole 

ჩანაწერი რეპერის მომავალი ალბომის Eve პირველი სინგლია. კომპოზიციაში ამერიკელი მუსიკოსის, უილი მიტჩელის ნამუშევრის Groovin’ სემპლია გამოყენებული, რომელიც ასევე GZA-ს ცნობილ ტრეკში Liquid Swords გვხვდება. 

რეფსოდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. თავდაპირველად რეპერი ვეტერან ჰიპ ჰოპ პროდიუსერთან 9th Wonder თანამშრომლობდა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეგენდარული შემსრულებლის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსი 2017 წლის გრემიზე ნომინაციაში "საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი" იყო წარდგენილი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული