Thumbnail

ნახეთ: Logic ვიდეორგოლს Icy ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინანტმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ ბრაისონ ჰოლმა, ფსევდონიმით Logic, ტრეკზე Icy გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა მერილენდელი რეპერის კომპოზიციაში მისი ვეტერანი კოლეგა Gucci Mane მონაწილეობს. ჩანაწერი ლოჯიქის ბოლო ალბომში Confessions Of A Dangerous Mind შედის.

► მოუსმინეთ: Logic-მა ახალი ალბომი Confessions Of A Dangerous Mind გამოუშვა

► ნახეთ: Logic ვიდეორგოლს Homicide ავრცელებს 

► ნახეთ: Joyner Lucas - ISIS Ft. Logic 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody გრემის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2019 წლის დასაწყისში "ბობი ტარანტინომ" (არტისტის მეტსახელი) მსმენელს მორიგი ალბომი Confessions Of A Dangerous Mind შესთავაზა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული