Thumbnail

დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯეი ზისა და ბიონსეს სახლში იყო დაპატიჟებული

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკის ქალაქ ისტ-ჰემპტონში ვარსკვლავური წყვილის, Jay-Z-ისა და ბიონსეს ფეშენებელური სახლის სიახლოვეს პოლიციამ უცნობი მამაკაცი დააკავა, რომელიც მუსიკოსების მისამართზე მივიდა და დაცვას შეატყობინა, რომ უკვე ადგილზე იმყოფებოდა და კარი გაეხსნათ.

► მოუსმინეთ: Beyoncé - MOOD 4 EVA Ft. Jay-Z & Childish Gambino

► Jay-Z მარიხუანის ბიზნესში ერთვება

როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცს მეგობარი გაეხუმრა და მოატყუა, თითქოს თავის სახლში დაპატიჟა, სინამდვილეში კი არტისტების საცხოვრებლის მისამართი მისცა. მას შემდეგ, რაც შენობაში არ შეუშვეს, მან ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა, დაცვის მიერ გამოძახებულმა პოლიციამ დააკავა. მედიის ცნობით, ამ დროს ჯეი ზი და ბიონსე ლონგ აილენდზე იმყოფებოდნენ. მათ მამაკაცისთვის არ უჩივლიათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული