Thumbnail
ფოტო: დათო ქორიძე

მოუსმინეთ: ჯგუფმა The Bearfox ახალი სიმღერა "ოღონდ შენ იყავი" გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა The BearFox ახალი სიმღერა "ოღონდ შენ იყავი" გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ ეს კოლექტივის მეორე ორიგინალური ქართულენოვანი ტრეკია.

► მოუსმინეთ: The BearFox-მა ბრიტნი სპირსის Baby One More Time დააქავერა

► პრემიერა: ჯგუფმა The BearFox სიმღერა "ისევ" გამოუშვა

The BearFox მებო ნუცუბიძემ და ირაკლი მანჩხაშვილმა 2013 წელს ჩამოაყალიბეს. 2016 წელს კი ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Holding You გამოსცა. ბენდში ამჟამად 4 წევრია: მებო ნუცუბიძე, ირაკლი მანჩხაშვილი, არჩილ შიოშვილი და დათუნა დგებუაძე. Tbilisi Open Air-ის გარდა, კოლექტივმა 2014 წელს პოლონეთში ფესტივალ Inne Brzmienia-ზეც დაუკრა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული