Thumbnail

ნახეთ: ლილ უზი ვერტმა ფლოიდ მეივეზერისგან $1,7 მილიონად "ბუგატი" შეიძინა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სიმირ ვუდსმა, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, დაბადების დღეზე საკუთარ თავს ძვირფასი საჩუქარი უსახსოვრა. პოპულარულმა მუსიკოსმა ლეგენდარული მოკრივისგან, ფლოიდ მეივეზერისგან "ბუგატის" მარკის სპორტული ავტომობილი 1,7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. რეპერმა მანქანის კალიფორნიიდან ნიუ იორკში ჩასაყვანად დამატებით 20 ათასი გადაიხადა.

ნახეთ: Lil Uzi Vert დაცვის წევრებს Gunna-ს ფანი ეგონათ და სცენიდან ჩაჰყავდათ 

► მოუსმინეთ: Lil Uzi Vert-მა და Chief Keef-მა ახალ ტრეკზე Cap Flow ითანამშრომლეს 

► ნახეთ: Lil Uzi Vert კლიპს Sanguine Paradise ავრცელებს 

31 ივლისს ლილ უზის 25 წელი შეუსრულდა. მის მიერ გამართულ წვეულებას ისეთი ცნობილი მუსიკოსები დაესწრნენ, როგორებიც არიან: Gunna, Wale, Casanova და სხვა.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული