Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Bop სთავაზობს. თაიგას ჩანაწერში კომპტონელი რეპერი YG და დასავლეთ სანაპიროს ახალი თაობის წარმომადგენელი Blueface მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი კიდევ ერთი კალიფორნიელი მუსიკოსი Mustard გახლავთ. 

► ნახეთ: Tyga კლიპს Lightskin Lil Wayne ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Tyga ახალ ალბომს Legendary ავრცელებს 

► მოუსმინეთ: YG - Go Loko Ft. Tyga & Jon Z 

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული