Thumbnail

ნახეთ: ScHoolboy Q ვიდეორგოლს Lies ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქუინსი ჰენლიმ, ფსევდონიმით ScHoolboy Q, კომპოზიციაზე Lies გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში დასავლეთ სანაპიროს კიდევ ორი წარმომადგენელი, რეპერი YG და არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ კლიპის ავტორი ცნობილი მუსიკოსი და მოცეკვავე Teyana Taylor გახლავთ.

► ნახეთ: ScHoolboy Q ვიდეორგოლს Dangerous ავრცელებს 

► ნახეთ: ScHoolboy Q ვიდეორგოლს Floating ავრცელებს  

► ნახეთ: ScHoolboy Q ყველა დროის ფავორიტ რეპერებს ასახელებს 

სქულბოი ქიუმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპით ScHoolboy Turned Hustla დაიწყო. 2011 წელს კი მსმენელებს სადებიუტო ალბომი Setbacks შესთავაზა, რომელიც ლეიბლზე Top Dawg Entertainment გამოიცა.

ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ქრიფსის" წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ალბომით Oxymoron გაიცნო. ნამუშევარი, რომელსაც დისტრიბუცია და პრომოუშენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლეიბლმა Interscope გაუწია, ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში რეპერის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Blank Face ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის აპრილში კი მუსიკოსმა დღეისთვის ბოლო ნამუშევარი CrasH Talk გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული