ამერიკული პანკ როკ ჯგუფი Sleater-Kinney ახალ კომპოზიციას Can I Go On ავრცელებს. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში The Center Won’t Hold იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 16 აგვისტოს ჩაეშვება.
Sleater-Kinney ვაშინგტონის ქალაქ ოლიმპიაში 1994 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 7 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2006 წელს კოლექტივი დაიშალა. 2014 წელს დამფუძნებლებმა, კერი ბრაუნსტინმა და კორინ ტაკერმა ბენდი აღადგინეს, 2015 წელს კი ახალი ნამუშევარი No Cities to Love გამოუშვეს.
კომენტარები