Thumbnail

ბილი აილიში: 13-დან 16 წლამდე რთული პერიოდი მქონდა, თავს ვიზიანებდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში ჟურნალ Rolling Stone-ის აგვისტოს ნომრის სტუმარია. გამოცემასთან საუბარში არტისტმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დეპრესიაში იყო და თვითდაზიანებებს იყენებდა.

► ნახეთ: ბილი აილიშმა ტანსაცმლის კოლექცია შექმნა

► ნახეთ: ბილი აილიში MCM-ის ფოტოსესიაში

► მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

"13 წლის ასაკში ცეკვისას დავშავდი. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩემი დეპრესიაც. 13-დან 16 წლამდე ძალიან რთული პერიოდი მქონდა. საკუთარ თავს ვიზიანებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიმსახურებდი ამ ტკივილს. ბევრისთვის შეიძლება, ეს სასაცილო იყოს. თავს უბედურად ვგრძნობდი. სულ მოწყენილი და გაღიზიანებული ვიყავი. ჩემს გარეგნობაზეც ბევრს ვღელავდი, საკუთარი აღნაგობა არ მომწონდა და სარკეში ჩახედვის მეშინოდა. ცეკვის დროს ვიწრო ტანსაცმელს ვერ ვიცვამდი, რადგან თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ახლა გაცილებით უკეთ ვარ. 17 წლის რომ გავხდი, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დაიწყო... კონცერტებზე ხშირად მოდიან ახალგაზრდები, რომელთაც ნაკაწრები აქვთ. რამდენიმეს ვუთხარი, რომ შეწყვიტონ ამის კეთება და საკუთარი თავით კმაყოფილები იყვნენ. მათი კარგად მესმის, რადგან ასე მეც ვიქცეოდი", - თქვა ბილიმ.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული