Thumbnail

ნახეთ: YBN Cordae-მ Funk Flex-თან ფრისტაილი წაიკითხა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის The Lost Boy პრომოუშენის ფარგლებში, 21 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი YBN Cordae ცნობილი რადიოწამყვანისა და დიჯეის Funk Flex გადაცემას ესტუმრა. ინტერვიუს შემდეგ გამორჩეულმა ახალგაზრდა რეპერმა ფრისტაილი შეასრულა. ერთ-ერთი ბითი, რომელზეც მუსიკოსმა რეჩიტატივი წაიკითხა, მისი ლეგენდარული კოლეგების, ჯეი ზისა და ქანიე ვესთის ჰიტის Otis ინსტრუმენტალი გახლავთ.

► მოუსმინეთ: YBN Cordae სადებიუტო ალბომს The Lost Boy ავრცელებს 

► ნახეთ: YBN Cordae-მ ფავორიტი რეპერები დაასახელა 

► ნახეთ: YBN Cordae - Bad Idea Ft. Chance The Rapper 

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის “1985” რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული