Thumbnail

ივლისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის ივლისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. A$AP Ferg - Floor Seats

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი დეროლდ ბრაუნ ფერგიუსონი, ფსევდონიმით ASAP Ferg, მსმენელს ახალ კომპოზიციას Floor Seats და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერი ჰარლემელი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე ალბომის სინგლია.

9. Willow - U KNOW Ft. Jaden

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა უილოუ სმიტმა ახალი კომპოზიცია U KNOW გაავრცელა. ტრეკი, რომელსაც მუსიკოსი თავის ძმასთან, ჯეიდენთან ერთად ასრულებს, ალბომში Willow არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 19 ივლისს ჩაეშვა.

 8. Iggy Pop - Free

ლეგენდარულმა ამერიკელმა როკ მუსიკოსმა, იგი პოპმა ახალი კომპოზიცია Free გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

7. Chance the Rapper - The Big Day

გრემის მფლობელმა მუსიკოსმა ჯონათან ბენეტმა, ფსევდონიმით Chance The Rapper, ახალი კომპოზიცია The Big Day გაავრცელა. ტრეკი, რომელიც Francis and the Lights-თან ერთად ჩაიწერა, არტისტის მიერ 26 ივლისს გამოცემულ სადებიუტო ალბომში შევიდა. 

 6. Big Sean - Overtime

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, ახალი კომპოზიცია Overtime და მასზე გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. ტრეკი ბიგ შონის მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

5. Alchemist & ScHoolboy Q - W.Y.G.D.T.N.S. 

ვეტერანმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist, ახალი კომპოზიცია W.Y.G.D.T.N.S. გამოაქვეყნა. მასთან ერთად ჩანაწერში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი ScHoolboy Q მონაწილეობს.

4. Four Tet - Dreamer 

ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე ბრიტანელმა არტისტმა კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, ახალი კომპოზიცია Dreamer გაავრცელა. 

3. Rosalía - F*cking Money Man

ესპანელმა პოპვარსკვლავმა როზალიამ ორი კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი Fucking Money Man და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. მუსიკალურ ვიდეოში სიმღერები Milionària და Dio$ No$ Libre Del Dinero არის გაერთიანებული.

2. Big K.R.I.T. - M.I.S.S.I.S.S.I.P.P.I. 

მისისიპელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ჯასტინ სკოტმა, ფსევდონიმით Big K.R.I.T., ახალი ტრეკი M.I.S.S.I.S.S.I.P.P.I გაავრცელა. კომპოზიცია მის ალბომში K.R.I.T. IZ HERE შევიდა, რომელიც გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვა. 

1. Nas - Adult Film Ft. Swizz Beatz 

ქუინსელმა რეპერმა ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი კომპოზიცია Adult Film გაავრცელა. ტრეკში კიდევ ერთი ნიუ იორკელი არტისტი Swizz Beatz მონაწილეობს, რომელიც ამავდროულად ჩანაწერის პროდიუსერიც გახლავთ. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული