Thumbnail

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ ივლისში გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას გთავაზობთ.

10. Dasavleli - ქარავანი

ჰიპ ჰოპ არტისტმა რამაზ გუნავამ, სასცენო სახელით Dasavleli, ახალი კომპოზიცია "ქარავანი" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ტრეკი რეპერის ყველაზე ცნობილი ჩანაწერის "ტაშკენტი" გაგრძელებაა.

 9. დეგონი - ვწუხვარ

ჯგუფმა "დეგონი" ახალი კომპოზიცია "ვწუხვარ" და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპი გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსების ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

8. მამაflex & Shade - MADRIDIN

ესპანეთში მოღვაწე ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მამაflex-მა ახალი კომპოზიცია MADRIDIN გაავრცელა. მასთან ერთად ჩანაწერში Shade მონაწილეობს, ინსტრუმენტალის ავტორი კი MOROS გახლავთ.

7. SenszA - MARCHEDEL

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტმა ლევან ზარქუამ, სასცენო სახელით SenszA, ახალი კომპოზიცია MARCHEDEL გაავრცელა.

6. Generali Minerali - Observatory

დიჯეიმ და პროდიუსერმა, გიორგი ჯინჭარაძემ, პროექტის Generali Minerali ფარგლებში, ახალი კომპოზიცია Observatory გაავრცელა.

5. DJ Kancheli - Tavisupleba feat. MC Cutkill

გიორგი ყანჩელმა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ახალი კომპოზიცია Tavisupleba გაავრცელა. ჩანაწერში შემოქმედებითი გაერთიანების LTFR წევრი, ჰიპ ჰოპ არტისტი ამიკო ნინუა, იგივე MC Cutkill მონაწილეობს.

4. Four Dimensional Monster Lobsters - Bones [Part 1]

ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters, ერთთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალი კომპოზიცია Bones [Part 1] გაავრცელა. ტრეკი ბენდის სადებიუტო დემო ალბომში Secret Missions შედის.

3. Funicular - Mosaic

ჯგუფმა Funicular ახალი კომპოზიცია Mosaic და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. 2017 წელს შექმნილი ჯგუფის შემადგენლობაში Mother on Mondays-ის წევრები: ლევან ჯავახიშვილი და ვაჟა ბექაური, ასევე, ინდოელი ვოკალისტი მარია ტომი არიან.

2. MokuMoku - Library

ჯგუფმა MokuMoku ახალი კომპოზიცია Library და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Feast იქნება წარმოდგენილი. ვიდეორგოლის ავტორი გიორგი ზათიაშვილი გახლავთ.

1. HVL - Tamar 1160 mix2

დიჯეიმ და პროდიუსერმა, გიგი ჯიქიამ, სასცენო სახელით HVL, ახალი კომპოზიცია Tamar 1160 mix2 გაავრცელა. არტისტი ქართველმა მსმენელმა 2009 წელს შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული