Thumbnail

რუსეთის ჰომოფობიური პოლიტიკის გასაპროტესტებლად Rammstein-ის წევრებმა ერთმანეთს აკოცეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა გერმანულმა ჯგუფმა Rammstein მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტი გამართა. ღონისძიების მიმდინარეობისას, ბენდის წევრებმა, პაულ ლანდერსმა და რიხარდ კრუსპემ, რუსეთის მთავრობის ანტი ლგბტ პოლიტიკის გასაპროტესტებლად, სიმღერის Ausländer შესრულებისას ერთმანეთს აკოცეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

► ნახეთ: Rammstein-მა ინგლისში გრანდიოზული შოუ გამართა

 Rammstein-ის ვოკალისტმა მასთან ერთად მყოფი ქალის შეურაცხყოფისთვის მამაკაცს სცემა

აღსანიშნავია, რომ ივლისში, პოლონეთში გამართულ კონცერტზე ბენდის წევრებმა ლგბტ დროშები ააფრიალეს.

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული