Thumbnail

2 Chainz: Future-სთან ერთად მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტრეკი ჩავწერე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჯორჯიელმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, ვეტერანმა რეპერმა, 2 Chainz-მა და მისმა ახალგაზრდა კოლეგამ, Future-მ ახალ კომპოზიციაზე ითანამშრომლეს. მუსიკოსებმა კოლაბორაციულ ტრეკზე, სავარაუდოდ, კლიპიც გადაიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩეინზის ინსტაგრამზე ატვირთული ვიდეოს საშუალებით გავრცელდა.

► ნახეთ: რეპერმა 2 Chainz საკუთარ ქორწილში თეთრი ვეფხვი მიიყვანა 

► ნახეთ: 2 Chainz ვიდეორგოლს 2 Dollar Bill აქვეყნებს 

"როგორც იქნა, მე და Future სტუდიაში კვლავ შევიკრიბეთ და მსოფლიოში ყველაზე მაგარი კომპოზიცია ჩავწერეთ", - წერს სოციალურ ქსელში არტისტი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გავრცელდება არტისტების ერთობლივი ნამუშევარი.

თუ ჩეინზმა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღემდე რეპერის დისკოგრაფია 3 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove და G.O.O.D Music-ის კომპილაციურ ნამუშევარს Cruel Summer აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული