Thumbnail

ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი ახლო მომავალში დაქორწინდებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, პოპულარულ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკი მინაჟი ორშაბათს საქმროსთან, კენეთ პეტისთან ერთად ბევერლი ჰილზის სასამართლოში შენიშნეს, სადაც ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტის ასაღებად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, წყვილი საქორწინო მოწმობების გასაცემ რიგში ჩადგა, საბუთი აიღო და თანხაც გადაიხადა. 

► მოუსმინეთ: Nicki Minaj - Suge (Remix)

► კრიტიკის შემდეგ, Nicki Minaj-მა საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ადგილობრივი კანონმდებლობით, ქორწინების მოწმობას 90 დღიანი ვადა აქვს. ხელის მოწერის შემდეგ კი დოკუმენტის სასამართლოში მიტანაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ 36 წლის ნიკიმ პირველად 21 ივნისს თავის გადაცემაში Queen Radio განაცხადა, რომ დაქორწინებას აპირებდა.

წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო, რასაც არტისტის თაყვანისმცემლების კრიტიკა მოჰყვა. 41 წლის პეტი წარსულში ჯერ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, შემდეგ კი ადამიანის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული