Thumbnail

ამერიკულმა როკ ბენდმა Death Cab for Cutie კომპოზიცია Kids in ’99 გაავრცელა. სინგლი ჯგუფის ახალ EP-ში The Blue იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

Death Cab for Cutie ვაშინგტონში 1997 წელს ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Something About Airplanes გაავრცელა. გრემიზე 8-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და ინდი როკს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული