Thumbnail

ნახეთ: Rick Ross და Swizz Beatz კლიპს Big Tyme ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მაიამელი რეპერი, უილიამ ლეონარდ რობერტსი, სასცენო სახელით Rick Ross, მსმენელს ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Big Tyme გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკში გამორჩეული პროდიუსერი და არტისტი Swizz Beats მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი კი არაერთი ჰიტის შემქმნელი, გავლენიანი ვეტერანი მუსიკოსი Just Blaze გახლავთ.

► მოუსმინეთ: Rick Ross - Gold Roses Ft. Drake 

► მოუსმინეთ: Rick Ross - Numb Numb Juice (Freestyle) 

► მოუსმინეთ: Rick Ross - Act A Fool Ft. Wale 

სამხრეთელმა რიკ როსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 9 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ. ლეონარდმა მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი Rather You Than Me გაყიდვაში 2017 წელს ჩაუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული