Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, ენჯელ ოლსენი ახალ კომპოზიციას All Mirrors და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის ამავე სახელწოდების, რიგით მეოთხე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვება. ნამუშევარი სულ 11 ტრეკს გააერთიანებს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ეშლი კონორია.

ენჯელ ოლსენმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. ოლსენს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული