Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Jessie J-ის კონცერტი შეკვეთილში

6 აგვისტო (სამშაბათი)

6 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი პოპვარსკვლავის, Jessie J-ის კონცერტი გაიმართება. არტისტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და მსმენელთა წინაშე როგორც საკუთარ ჰიტებს, ასევე 2018 წლის ალბომში R.O.S.E. შესულ კომპოზიციებს შეასრულებს.

4. KHIDI G2: Roman | Frequency Shifter

10 აგვისტო (შაბათი)

შაბათს ვახუშტის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბში რეზიდენტების ღამეა. G2-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე რომან აბრამოვი ტექნო პროექტით Roman და Frequency Shifter წარდგებიან. 

3. SvanSikh-ის კონცერტი ბათუმში 

10 აგვისტო (შაბათი)

შაბათს ბათუმში, კლუბი Sector 26 პოპ დუეტ SvanSikh-ს უმასპინძლებს. ანანო სიხარულიძისა და ბაჩო სვანიძის პროექტი 2010 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მუსიკოსების ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია I Wanna Be Your Lover, Pitch It, I Have To Go და Stella. 

2. GR fest ქობულეთში

10 აგვისტო (შაბათი)

10 აგვისტოს ქობულეთის ფიჭვნარში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR fest გაიმართება. მსმენელთა წინაშე Newa, Yanamste, OrimFabrizio Lapiana, Boyd Schidt და სხვა არტისტები წარდგებიან. 

1. ცისკარი: Deka & MC Cutkill | Jeronimo | Kazzy Jazz | Moku J & T | Crusher

10 აგვისტო (შაბათი)

შაბათს სოციალურ კლუბ "ცისკარში" ერთდღიანი ჰიპ ჰოპ ფესტივალი გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები JeronimoDeka & MC Cutkill, Moku J & T, Kazzy Jazz და Crusher წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული