Thumbnail

კვენტინ ტარანტინომ თავისი ფილმებიდან ფავორიტი კომპოზიციები დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ პლატფორმა Spotify-ზე ოთხსაათიანი ფლეილისტი გაავრცელა, რომელშიც თავისი ფილმებიდან რჩეულ კომპოზიციებს მოუყარა თავი. ფავორიტ ჩანაწერებს შორის მოხვდა ჩაკ ბერის სიმღერა You Never Can Tell, რომელიც რეჟისორის კინოსურათის Pulp Fiction საკულტო სცენას - უმა თურმანისა და ჯონ ტრავოლტას ცეკვას გასდევს ფონად.

► ქვიზი: გამოიცანი სცენა ტარანტინოს ფილმიდან საუნდტრეკის მიხედვით

ფლეილისტში ასევე შედის ტრეკი Bang Bang ნენსი სინატრას შესრულებით კინოსურათიდან Kill Bill: Vol.1 და ენიო მორიკონეს ნამუშევრები: The Surrender ვესტერნისთვის La Resa dei conti და Overture ფილმიდან The Hateful Eight, რომლისთვის შექმნილმა მუსიკამაც 87 ასაკში კომპოზიტორს ოსკარის პირველი ჯილდო მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული