Thumbnail

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, იგი პოპმა ახალი კომპოზიცია James Bond გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეთვრამეტე სოლო ალბომში Free იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

ჯეიმს ოსტერბერგმა, ფსევდონიმით Iggy Pop, მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის The Stooges ვოკალისტი იყო. არტისტის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Passenger, Lust For Life და Candy.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული