Thumbnail

ნახეთ: BTS და UNICEF ვიდეორგოლს ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მეგობრობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდი პოპულარული კეიპოპ ჯგუფის, BTS-ის წევრების მონაწილეობით შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი ორგანიზაციის კამპანიის ფარგლებში გადაიღეს, რომელიც სკოლებში ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.

► BTS-ს საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

► BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

"აირჩიე პატივისცემა, მხარდაჭერა და სიკეთე", - მოუწოდებენ ვიდეოში ბენდის წევრები ახალგაზრდებს.  

ცნობისთვის, BTS-ის წევრები გაეროს კეთილი ნების ელჩები არიან. ისინი 2017 წლიდან ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში Love Myself მონაწილეობენ.

ბენდი 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული