Thumbnail

ნახეთ: Cardi B ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, Cardi B ამერიკელი პოლიტიკოსის, ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ის სანდერსის მხარდასაჭერ ვიდეორგოლში გადაიღეს, რომელიც ახლო მომავალში გავრცელდება.

► ნახეთ: Cardi B-მ ფეხზე თავისი ქმრის ფსევდონიმი Offset ამოისვირინგა

► ნახეთ: Offset-მა და Cardi B-მ ჯიმი კიმელის შოუში ტრეკი Clout შეასრულეს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers თრეილერში

"ჩვენ ვმუშაობთ იმ გზების მოძიებაზე, რომელიც უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას ჩართავს პოლიტიკურ პროცესებში. ამერიკის მომავალი სწორედ ახალგაზრდებშია. მე და ქარდიმ ვისაუბრეთ საარსებო მინიმუმის გაზრდაზე, კლიმატის ცვლილებასა და სტუდენტური სესხების პროცენტების შემცირებაზე", - განაცხადა სანდერსმა CNN-თან საუბარში.

"დიდი მადლობა, სენატორო სანდერს, რომ შემხვდით და თქვენი გეგმები გამიზიარეთ. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ჩემს გამომწერებს ვთხოვე, შეკითხვები გამოეგზავნათ, რომლებსაც სენატორს გადავცემდი. ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ამოვარჩიე. დაელოდეთ ვიდეოს და გაიგებთ, თუ როგორ ვაპირებთ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური და რასობრივი თანასწორობისთვის. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის", - აღნიშნა ქარდიმ.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული