Thumbnail

ნახეთ: JPEGMAFIA-ს კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მერილენდელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბერინგტონ ჰენდრიქსმა, ფსევდონიმით JPEGMAFIA, ცნობილი მუსიკალური გამოცემის, Pitchfork-ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ჯეიფიჯიმ მაყურებლის წინაშე 2018 წლის ალბომის Veteran ტრეკები და მას შემდეგ გავრცელებული კომპოზიციები შეასრულა.

► მოუსმინეთ: JPEGMAFIA - Hate You Ft. Health 

► ნახეთ: JPEGMAFIA ვიდეორგოლს Puff Daddy ავრცელებს 

ბალტიმორელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 2 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 3 ალბომს აერთიანებს. მათგან ყველაზე დიდი მოწონება 2018 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Veteran მოიპოვა, რომელიც არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული