Thumbnail

სიმღერამ Old Town Road ბილბორდის ჩარტში ყველა დროის რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ატლანტელი ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის ჰიტ Old Town Road, რომელსაც მუსიკოსი ბილი რეი საირუსთან ერთად ასრულებს, ბილბორდის ცხელ ასეულის პირველ ადგილზე ყველაზე ხანგრძლივი დროით მყოფი კომპოზიცია გახდა. ოფიციალური მონაცემებით, სიმღერა უკვე მე-17 კვირაა, ჩარტს ლიდერობს. 

► ნახეთ: მაილი საირუსი 12 წლის მეისონ რემსისთან ერთად Old Town Road-ს ასრულებს 

 ► ნახეთ: Blondie-მ Lil Nas X-ის ჰიტი Old Town Road შეასრულა

► მოუსმინეთ: Lil Nas X-მა BTS-ის RM-თან ერთად ჰიტის Old Town Road რემიქსი ჩაწერა

"მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ამისთვის მიმეღწია", - ამბობს არტისტი ინტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში.

View this post on Instagram

THANK YOU!!

A post shared by Lil Nas X (@lilnasx) on

სარეკორდო მაჩვენებელი აქამდე 16 კვირა იყო, რომელსაც თავდაპირველად მერაია ქერისა და ჯგუფ Boyz II Men-ის სიმღერამ One Sweet Day მიაღწია, შემდეგ კი ეს შედეგი ლუის ფონსის ჰიტმა Despacito გაიმეორა.

Lil Nas X-მა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. ამ დროისთვის სიმღერის ოთხი ოფიციალური რემიქს ვერსიაა გავრცელებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული