Thumbnail

ნახეთ: Big Sean ვიდეორგოლს Single Again ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, მსმენელს ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Single Again გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერში შონის ყოფილი მეგობარი გოგონა, მუსიკოსი Jhené Aiko და კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობენ. ტრეკი მაიკლის მომავალი ალბომის DON LIFE სინგლია.

► მოუსმინეთ: Big Sean - Overtime 

შონმა კომპოზიცია ჟენეი აიქოსთან დაშორებას მიუძღვნა. არტისტის თქმით, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მარტო ყოფნა და საკუთარ თავთან დარჩენა ასეთი რთული იქნებოდა. ამის ფონზე, საინტერესოა, რომ ტრეკში სწორედ ჟენეი მონაწილეობს, რომელთან შერიგებაც თავად რეპერს არ სურს.

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივი ნამუშევრის Double Or Nothing ირგვლივ ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული