Thumbnail

ლეგენდარულმა რეპერმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, ახალი კომპოზიცია Countdown და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. დასავლეთ სანაპიროს კლასიკური ჟღერადობის ტრეკში ნიუ იორკელი არტისტი, ჟანრის გავლენიანი წარმომადგენელი Swizz Beatz მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი სწორედ სვიზი გახლავთ. ჩანაწერი სნუპ დოგის მომავალი ალბომის I Wanna Thank Me რიგით მესამე სინგლია.

► მოუსმინეთ: Snoop Dogg - Madden 20 

► ნახეთ: Snoop Dogg - I Wanna Thank Me 

► Snoop Dogg: ფეხბურთელ ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება გადაუხადეთ 

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული