Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა სიმღერები Once და Champagne Supernova შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა BBC Radio 1-ის ეთერში პიანინოს თანხლებით სიმღერები Once და Champagne Supernova შეასრულა.

► მოუსმინეთ: ლიამ გალაჰერმა ახალი სიმღერა Once გამოუშვა

► ლიამ გალაჰერს ეგონა, რომ ASAP Rocky-ს WhatsApp Ricky ერქვა

Once გალაჰერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Why Me? Why Not იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 20 სექტემბერს ჩაეშვება. Champagne Supernova კი ჯგუფ Oasis-ის ჰიტია, რომელიც კოლექტივის რიგით მეორე ალბომში (What's the Story) Morning Glory? შედის.

2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ლიამმა ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული