Thumbnail

Kodak Black ორსულ Yung Miami-ს: როცა გნახავ, მუცელში ჩაგარტყამ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოდაკ ბლექმა მეგობრის დახმარებით ციხიდან ფრისტაილი გაავრცელა. რეპერი ჩანაწერში ამერიკული დუეტის, City Girls-ის ერთ-ერთ წევრს, ორსულ Yung Miami-ს ფიზიკური ზიანის მიყენებით ემუქრება.

 ნახეთ: Kodak Black ვიდეორგოლს Needing Something ავრცელებს

► ნახეთ: Kodak Black-მა კომპოზიციის Expeditiously ვიდეორგოლი გაავრცელა

► "რა უფლებით მაძლევ შენიშვნას" - ტრეკში Expeditiously კოდაკ ბლექი T.I.-ის მიმართავს

"Yung Miami-ს ბეჭედი ვაჩუქე, რომელიც მოსწონდა. ამის შემდეგ კი გავიგე, რომ Southside-ისგან ბავშვს ელოდება. როცა იანგ მაიამის ვნახავ, მუცელში ჩავარტყამ", - ამბობს კოდაკი ფრისტაილში.

კოდაკ ბლექს ჰიპ ჰოპ გაერთიანება 808 Mafia-ს წევრი, პროდიუსერი Southside გამოეხმაურა:

"ვინმემ გადაეცით კოდაკ ბლექს, რომ *ლე *ოვოს. თუმცა, ამისთვის ჯერ უნდა გაათავისუფლონ".

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული