Thumbnail

ნახეთ: კეიპოპ ჯგუფის Itzy ახალი კლიპი Icy გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთ კორეული ლეიბლი JYP Entertainment ახლად შექმნილი კეიპოპ ჯგუფის Itzy-ს კლიპს Icy ავრცელებს. ვიდეო ლოს ანჯელესის ქუჩებშია გადაღებული. სინგლი გოგონებისგან შემდგარი კვინტეტის მინი ალბომში It’z Icy შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

ბენდის სტუდიურ ჩანაწერში სულ ხუთი ტრეკია თავმოყრილი.

 

Itzy სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბებული ჯგუფია, რომლის დებიუტიც 2019 წლის 12 თებერვალს ორი ტრეკისგან შემდგარი ალბომით It'z Different შედგა. ჩანაწერში შესული სინგლი Dalla Dalla ადგილობრივ ჩარტებში მეორე პოზიციაზე მოხვდა, მასზე გადაღებულმა კლიპმა კი იუთუბზე 137 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული