Thumbnail

ASAP Rocky-ს ფანი, რომელიც შვედეთის საელჩოს აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

26 წლის რებეკა კანტერი ქალაქ ვაშინგტონში, შვედეთის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სტოკჰოლმში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ASAP Rocky-ს დაპატიმრებას აპროტესტებდა, შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

► დონალდ ტრამპი: ვიდეოები ვნახე და ნათელია, რომ ASAP Rocky-ს ავიწროვებდნენ

► შვედეთის პროკურატურამ ASAP Rocky-ს ბრალი წარუდგინა

► ASAP Ferg: ASAP Rocky თავს კარგად გრძნობს, მას სახლში დაბრუნება უნდა

ამასთან, რებეკა კანტერი შეურაცხყოფას აყენებდა საელჩოს თანამშრომლებს, იატაკზე ასხამდა კოკა-კოლას, აზიანებდა შენობის კედლებსა და შესასვლელში მდგარ მაგიდებს.

კანტერი უცხო ქვეყნის საელჩოს დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ის ამჟამად გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. სასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩაინიშნა.

ახალი თაობის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, ეისეფ როქი 3 ივლისს დააკავეს. რეპერი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია. სამართალდამცველები შემსრულებელს თავდასხმასა და ცემაში სდებენ ბრალს. ეისეფს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული