Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნატაშა ხანმა, სასცენო სახელით Bat For Lashes, ახალი კომპოზიცია Feel For You გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Lost Girls იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Bat For Lashes-მა კომპოზიციაზე Kids in the Dark კლიპი გადაიღო

ნატაშა ხანმა შემოქმედებითი კარიერა 2006 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა პროექტის Bat For Lashes ფარგლებში სადებიუტო ალბომი Fur and Gold გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გავრცელებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული