Thumbnail

ნახეთ: Motörhead-მა 1979 წლის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც Bomber-ს ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Motörhead კომპოზიციის Bomber ამ დრომდე უცნობი ლაივ ჩანაწერი გაავრცელა. ვიდეო 1979 წელს საფრანგეთის ქალაქ ლე მანში გამართულ კონცერტზეა გადაღებული. ჩანაწერი კოლექტივის ბოქს სეტში "1979" იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

ამის გარდა, ბოქს სეტი ბენდის სტუდიურ ჩანაწერებს Overkill და Bomber, ორ ლაივ ალბომს და 40-გვერდიან ჟურნალს Melödy Breaker გააერთიანებს.

Motörhead ქალაქ ლონდონში 1975 წელს შეიქმნა. 40-წლიან კარიერაში კოლექტივმა 22 ალბომი გაავრცელა. გრემის მფლობელი ბენდი ბრიტანული ჰევი მეტალის ერთ-ერთ ფლაგმანად მიიჩნევა. ჯგუფი, რომელმაც თრეშ მეტალის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, 2015 წელს, ვოკალისტისა და ბასისტის, იენ "ლემი" კილმისტერის გარდაცვალების შემდეგ დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული