Thumbnail

საკულტო ელექტრონულმა ჯგუფმა 808 State ახალი კომპოზიცია Tokyo Tokyo და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ნამუშევარი მუსიკოსების მომავალ ალბომში Transmission Suite შევა, რომელსაც არტისტები 17-წლიანი პაუზის შემდეგ, 11 ოქტომბერს გამოსცემენ.

808 State ქალაქ მანჩესტერში 1987 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა, რომელიც ეისიდ ჰაუს ჟღერადობის პიონერად ითვლება, სადებიუტო ალბომი Newbuild გაავრცელა. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 1989 წელს ჩაწერილმა სინგლმა Pacific State მოუტანა. მუსიკოსებს ამ დრომდე 6 ალბომი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული