Thumbnail

მოუსმინეთ: მაილს დევისის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Paradise გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის, მაილს დევისის უცნობი კომპოზიცია Paradise გამოქვეყნდა. ტრეკი არტისტის მიერ 1985 წელს ჩაწერილ, აქამდე გამოუქვეყნებელ ალბომში Rubberband იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6 სექტემბერს გამოიცემა. ნამუშევარი მაილს დევისის ძმისშვილმა, ვინს უილბერნმა ალბომის თავდაპირველ პროდიუსერებთან, რენდი ჰოლთან და ზეინ გაილსთან ერთად დაასრულა.

► მაილს დევისის 1985 წელს ჩაწერილი ალბომი Rubberband სექტემბერში გამოიცემა

8 გრემის მფლობელმა მაილს დევისმა კარიერის განმავლობაში 51 სტუდიური ჩანაწერი, 36 ლაივ ალბომი, 17 ბოქს-სეტი და 57 სინგლი გამოსცა. პნევმონიით დაავადებული მუსიკოსი 1991 წელს გარდაიცვალა. ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა კარიერა 1944 წელს, ჩარლი პარკერის ბიბოპ კვინტეტში დაიწყო, სადაც ის 4 წლის განმავლობაში საქსოფონზე უკრავდა. 1951 წელს მან სადებიუტო ალბომი The New Sounds გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული