Thumbnail

პოლ მაკკარტნი: იმდენი სიმღერა მაქვს დაწერილი, ყველას დამახსოვრება მიჭირს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, 77 წლის პოლ მაკკარტნიმ სატელევიზიო გადაცემაში The Today Show სტუმრობისას გაამხილა, რომ მრავალი კომპოზიციის დაწერის შემდეგ ყველა მათგანის დამახსოვრება უჭირს.

► ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა The Beatles-ის ორი კომპოზიცია შეასრულეს

► პოლ მაკკარტნი: ჩემი ცოლის, ლინდას გარდაცვალების შემდეგ წლების განმავლობაში ვტიროდი

► ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ და სტივენ ტაილერმა The Beatles-ის Helter Skelter შეასრულეს

"ძველი სიმღერების ხელახლა სწავლა ხშირად მიხდება. საკმაოდ ბევრი კომპოზიცია მაქვს შექმნილი და რთულია, რომ ყველა მათგანი ზუსტად მახსოვდეს. ამიტომაც, სარეპეტიციოში მივდივარ და ძველ ტრეკებს ვიმეორებ. ამ დროს რომელიმე სიმღერას თავიდან აღმოვაჩენ ხოლმე და გაკვირვებული ვრჩები, როგორ მოვახერხე ასეთი კარგი ნამუშევრების დაწერა. კომპოზიციების შექმნაზე მეტად არაფერი მსიამოვნებს. დიდ ბედნიერებას მანიჭებს, როდესაც ვხედავ, რომ ისინი ისევ პოპულარულია და ძველებურად მოგწონთ", - თქვა პოლმა.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული