Thumbnail

ბრიტანულმა ჯგუფმა Friendly Fires ახალი სიმღერა Run The Wild Flowers გამოუშვა. კომპოზიცია მუსიკოსების მომავალ ალბომში Inflorescent იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ბენდი 8-წლიანი პაუზის შემდეგ, 16 აგვისტოს გამოსცემს.

Friendly Fires ინგლისში 2006 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 2008 წელს გამოშვებულმა ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ჩანაწერმა კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Skeleton Boy, Kiss Of Life და Hawaiian Air.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული