Thumbnail

მოუსმინეთ: Rich Brian ახალ ალბომს The Sailor ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

19 წლის ინდონეზიელმა რეპერმა, ბრაიან იმანუელმა, ფსევდონიმით Rich Brian, ახალი ალბომი The Sailor გამოსცა, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. პოპულარული მუსიკოსის რიგით მეორე სტუდიური ნამუშევრის ტრეკში Rapapapa ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan წევრი RZA მონაწილეობს.

► ნახეთ: Rich Brian - Kids  

► ნახეთ: Rich Brian - History 

ბრაიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს ფსევდონიმით Rich Chigga დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2016 წელს გამოშვებული ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Dat $tick გახდა. არტისტმა ამავე ტრეკის ალტერნატიული ვერსია გაავრცელა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Wu-Tang Clan-ის ერთ-ერთი ლიდერი Ghostface Killah მონაწილეობს. 2018 წლის 2 თებერვალს ბრაიანმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Amen ჩაუშვა. მუსიკოსი ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული